Tilo Mitra's avatar

პროექტის შესახებ

მიმდინარე პლატფორმით ქალაქ ოზურგეთში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლია ელექტრონული საპროექტო განაცხადების წარდგენა. განაცხადი უნდა ეხებოდეს ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემას და მისი გადაჭრა უშუალოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უნდა ევალებოდეს. შემოსული განაცხადები გადაირჩევა და გამოქვეყნდება ამავე პორტალზე, ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით. დასაფინანსებელი პროექტების გამოვლენა მოხდება პროექტის ღირებულებისა და მიღებული ხმების საფუძველზე დადგენილი შესრულების კოეფიციენტის საშუალებით, რომელიც ადგენს ხმების ოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე და იანგარიშება ფორმულით (K=R/GX1000, სადაც: K - შესრულების კოეფიციენტი, G - პროექტის ღირებულება, R - მიღებული ხმების რაოდენობა). პროექტები დაფინანსდება თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია შეასრულოს, ყველა ის გამარჯვებული პროექტი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ პირობებს.

Eric Ferraiuolo's avatar

როგორ გამოვაგზავნო საპროექტო განაცხადი?

ეს ძალიან მარტივია! უყურე ვიდეოს:

პროექტის განმახორციელებლები

ელექტრონული პლატფორმა მომზადდა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით პროექტის - „ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მზარდი მონაწილეობის ინიციატივა“-ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ და მისი მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.