როგორ მუშაობს?

ვის შეუძლია პროექტის წარდგენა?

საპროექტო განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება აქვს ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ სრულწლოვან პირს ან პირთა ჯგუფისა და არასამეწარმეო სახის საზოგადოებრივი გაერთიანების უფლებამოსილ წარმომაგენელს..

რა ტიპის პროექტების წარდგენა შეიძლება?

კენჭისყრაზე დაიშვება მერიის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ხასიათის საზოგადოებრივი დანიშნულების პროექტი.

როგორ ხდება გამარჯვებული პროექტის გამოვლენა?

პროექტის ფარგლებში მოქალაქეების ხმას გააჩნია პირობითი ღირებულება და მისი ფასი შეადგენს 100 ლარს. ხმის მიცემის შედეგად ხმის დადგენილი ფასით ხდება პროექტის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ღირებულების შესაბამისი თანხის შეგროვება. დაფინანსდება ის პროექტები, რომლებიც შეძლებს საჭირო თანხის შეგროვებას..

ვის შეუძლია კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება?

ხმის მიცემის უფლება აქვს ქალაქ ოზურგეთში რეგისტრირებულ სრულწლოვან ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, ამასთანავე, აუცილებელია მოქალაქის ელექტრონული რეგისტრაცია და ვერიფიკაცია. მონაცემების გადასამოწმებლად დააწკაპეთ ბმულზე "პირადი მონაცემების გადამოწმება"

უახლესი პროექტები

ქუჩის ჭადრაკი ჭადრების ბაღში

სტატუსი: 3 - გამარჯვებული

ავტორი: გიორგი მენაბდე

ხმის მიცემის ვადა: 2020-09-30

ბიუჯეტი (მიმდ./საჭირო): 7000/7000

აღწერა:


ქალაქ ოზურგეთში, ჭადრაკი საკმაოდ პოპულარული ინტელექტუალური სპორტის სახეობაა. მოქმედებს საჭადრაკო წრეები, რომლის აღსაზრდელებს მნიშვნელოვანი...

წმ. გიორგის ქუჩაზე მდებარე სტადიონის განახლება

სტატუსი: 4 - არშემდგარი

ავტორი: ზურაბი მორჩილაძე

ხმის მიცემის ვადა: 2020-09-30

ბიუჯეტი (მიმდ./საჭირო): 600/45000

აღწერა:


ქალაქ ოზურგეთში,ექადიაზე, წმინდა გიორგის ქუჩაზე, სადაც არის მჭიდრო დასახლება, არ არის ტერიტორია ბავშვებისა და მოზარდებისათვის სპოტული აქტივობების ჩასატარებლად. იქ ...

მწოლიარე პოლიციელები

სტატუსი: 4 - არშემდგარი

ავტორი: კონსტანტინე სურგულაძე

ხმის მიცემის ვადა: 2020-09-30

ბიუჯეტი (მიმდ./საჭირო): 0/5000

აღწერა:


ქალაქ ოზურგეთში, ი.შემოქმედელის ქუჩაზე შეიცვალა ასფალტის საფარი, რითაც ისარგებლეს ავტომობილის მფლობელებმა და დიდი სისწრაფით მოძრაობენ აღნიშნულ ქუჩაზე...

იადვიგა შეფერის ბიუსტი სამუსიკო სკოლასთან

სტატუსი: 3 - გამარჯვებული

ავტორი: მანანა ქილიფთარი

ხმის მიცემის ვადა: 2020-09-30

ბიუჯეტი (მიმდ./საჭირო): 10100/10000

აღწერა:


ოზურგეთის სამუსიკო სკოლის წინ არ არის იმ ადამინთა ბიუსტები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს სამუსიკო სკოლის დაარსებისა და შემდგომ საქმიანობაში. პროექტის მიზანია საზოგადოებისათვის მიმზიდველი გახადოს ქალაქის ცენტრში მდებარე...

გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩის კეთილმოწყობა

სტატუსი: 3 - გამარჯვებული

ავტორი: იოსებ მგელაძე

ხმის მიცემის ვადა: 2020-09-30

ბიუჯეტი (მიმდ./საჭირო): 10200/10000

აღწერა:


ქ. ოზურგეთის ცენტრალურ უბანში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე, წლებია ნაწილობრივ მოუწესრიგებელია ტროტუარები და სანიაღვრე არხები. სასურველია...

სპორტული მოედანი ნიკო ნიკოლაძის ქუჩაძე

სტატუსი: 4 - არშემდგარი

ავტორი: ბონდო ჩხარტიშვილი

ხმის მიცემის ვადა: 2020-09-30

ბიუჯეტი (მიმდ./საჭირო): 300/20000

აღწერა:


ქალაქ ოზურგეთში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ( #48, 50, 52, 54) მოსახლეობას არ გააჩნია სპორტული მოედანი...